enameloid - ენამელოიდი
არსებითი სახელიგანმარტება
ზვიგენებისა და ზოგიერთი განამარხებული თევზის კბილის მინანქარი.
ზვიგენებისა და ზოგიერთი განამარხებული თევზის კბილის მინანქარი.
ქაშაყისნაირთა რიგის (Clupeiformes ord.) თევზების ოჯახი Engraulidae fam. პატარა, წვრილი, ვერცხლისფერი ზღვის თევზებია. აქვთ გრძელი დინგი, დიდი პირი, ერთი, რბილსხივიანი ზურგის ფარფლი. გადაადგილდებიან უზარმაზარ ქარავნებად, ნაპირებთან ახლოს. ბევრი სახეობა, მათ შორის ქაფშია, ანუ ევროპული ანჩოუსი (Engraulis encrasicolus), მნიშვნელოვანი საჭმელი თევზია. გავრცელებული არიან მსოფლიოს მასშტაბით.
სალაყუჩე რკალის ზედა ნაწილში განლაგებული.
epibranchial organ ეპიბრანქიალური ორგანო, ლაყუჩზედა ორგანო
წყვილადი დივერტიკული ზოგიერთი მიკროფაგური თევზის ხახის უკანა მხარეს. ლაყუჩის ფხაჭებით ამ ორგანოში ხდება მცირე ზომის საკვების, ძირითადად პლანქტონის, შეკავება; შემდეგ ის ლორწოში მოიყრის თავს და საყლაპავში გადადის.
ქარიყლაპიასნაირთა რიგის (Esociformes ord.) მტკნარი წყლის თევზების ოჯახი Esocidae fam. აქვთ წაგრძელებული სხეული, დიდი პირი მრავალი ბასრი კბილით. ანალური და ზურგის ფარფლები განლაგებულია სხეულის უკანა ნაწილში, კუდთან ახლოს. მოზრდილი ქარიყლაპიები აგრესიული, მარტოხელა ინდივიდები არიან. ბინადრობენ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში.