Engraulidae - ანჩოუსისებრნი, ქაფშიასებრნი
არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
ტერმინის წყარო:
'Engraulidae' (3.12.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
'ქაფშიასებრნი', მ. დემეტრაშვილი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 10, 1986, გვ. 493
განმარტება:
ქაშაყისნაირთა რიგის (Clupeiformes ord.) თევზების ოჯახი Engraulidae fam. პატარა, წვრილი, ვერცხლისფერი ზღვის თევზებია. აქვთ გრძელი დინგი, დიდი პირი, ერთი, რბილსხივიანი ზურგის ფარფლი. გადაადგილდებიან უზარმაზარ ქარავნებად, ნაპირებთან ახლოს. ბევრი სახეობა, მათ შორის ქაფშია, ანუ ევროპული ანჩოუსი (Engraulis encrasicolus), მნიშვნელოვანი საჭმელი თევზია. გავრცელებული არიან მსოფლიოს მასშტაბით.
განმარტების წყარო:
დაეფუძნა: 'Engraulidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020