arrow
arrow down
checkbox search

                                                                                                                                                                                                eagle ray - ზღვის არწივი, არწივისებრი სკაროსი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'eagle ray' (3.12.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ზღვის არწივისებრთა ოჯახის (Myliobatidae fam.) თევზების საერთო სახელწოდება.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'eagle ray' (3.12.2025), Merriam-Webster Dictionary. Springfield: Merriam-Webster, Inc.

                                                                                                                                                                                                Echeneidae - ეჰანისებრნი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Echeneidae' (3.12.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                სტავრიდისნაირთა რიგის (Carangiformes ord.) ზღვის თევზების ოჯახი Echeneidae fam. თავზე აქვთ მისაწოვარი – ბრტყელი, დისკოსებრი სტრუქტურა, რომელიც რეალურად არის სახეცვლილი ზურგის ფარფლი. მისი საშუალებით ეკვრიან უფრო დიდი თევზების (მაგ., ზვიგენებისა და აფროსნების) სხეულებს. გავრცელებული არიან ატლანტის, ინდოეთისა და წყნარ ოკეანეებში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Echeneidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                suckerfishes

                                                                                                                                                                                                eel - გველთევზა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'eel' (3.12.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                გველთევზასნაირთა რიგის (Anguilliformes ord.) თევზების საერთო სახელწოდება.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'eel' (3.12.2025), Merriam-Webster Dictionary. Springfield: Merriam-Webster, Inc.

                                                                                                                                                                                                European eel - ჩვეულებრივი გველთევზა, მდინარის გველთევზა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'eel' (3.12.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                მდინარის გველთევზასებრთა ოჯახის (Anguillidae fam.) თევზი Anguilla anguilla.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Anguilla anguilla' (3.12.2025), R. Froese, D. Pauly, FishBase

                                                                                                                                                                                                Elasmobranchii - ფირფიტლაყუჩიანები

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Elasmobranchii' (3.12.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'ფირფიტლაყუჩიანები', ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 10, 1986, გვ. 332

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ხრტილიანი თევზების კლასის (Chondrichthyes cls.) ქვეკლასი Elasmobranchii subcls. ზვიგნებისა და მათი მონათესავე თევზების ჯგუფია. აქვთ ხუთიდან შვიდამდე სალაყუჩე ხვრელი, საკმაოდ ხისტი ფარფლები, პლაკოიდური ქერცლი, ყბების უკან მდებარე საშხეფი, ბევრი კბილი და ჩასაჭიდებელი ორგანოები მამლის მუცლის ფარფლებზე. თანამედროვე ფირფიტლაყუჩიენებს აქვთ ხრტილოვანი ჩონჩხი. ახლანდელი ზვიგნებისა და სკაროსების გარდა, ქვეკლასი ასევე მოიცავს მრავალ ნამარხ სახეობას.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Elasmobranchii', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020
                                                                                                                                                                                                სულ დამატებულია 8209 ტერმინი