arrow
arrow down
checkbox search

                                                                                                                                                                                                Dipnoi - ორგვარადმსუნთქავნი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Dipnoi' (3.12.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'ორგვარადმსუნთქავნი', ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 7, 1984, გვ. 564-565

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                მტევანფარფლიანი თევზების (Sarcopterygii) კლასი Dipnoi cls. მოიცავს არსებულ ფილტვიან თევზებს და მათ ნამარხ ნათესავებს. პირველად ჩნდებიან ადრეულ დევონურ პერიოდში. ფართოდ გავრცელებული იყვნენ გვიანი პალეოზოური და ტრიასული პერიოდების მტკნარ წყლებში. ამის შემდეგ მათი ნამარხები ძალიან იშვიათია. დღეს ცნობილია 3 არსებული ოჯახი, 3 გვარი და 6 სახეობა. გავრცელებული არიან ტროპიკებში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Dipnoi', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

                                                                                                                                                                                                discus - დისკუსი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'discus' (3.12.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                სამხრეთამერიკული მტკნარი წყლის თევზების გვარი Symphysodon gen.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'discus' (3.12.2025), The American Heritage Dictionary of the English Language. London: HarperCollins Publishers LLC

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                Symphysodon

                                                                                                                                                                                                common dolphinfish - ოქროსფერი მაკრელი, ოქროსფერი სკუმბრია, დიდი კორიფენა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'dolphinfish' (3.12.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                კორიფენისებრთა ოჯახის (Coryphaenidae fam.) თევზი Coryphaena hippurus.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Coryphaena hippurus' (3.12.2025), R. Froese, D. Pauly, FishBase

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                dorado

                                                                                                                                                                                                dorsal fin - ზურგის ფარფლი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'dorsal fin' (3.12.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ცალადი ფარფლი, რომელიც განლაგებულია ძვლიანი თევზებისა და ზვიგენების ზურგზე. შეიძლება იყოს ერთი და რბილსხივიანი (მაგ., კალმახებს), ან ორმაგი, სადაც წინა ფარფლი ეკლებიანია (მაგ., ქორჭილების). ზოგიერთი სახეობის (მაგ., გველთევზების) ზურგის ფარფლი შერწყმულია კუდის ფარფლთან.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'dorsal fin', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

                                                                                                                                                                                                დაკავშირებული სიტყვები

                                                                                                                                                                                                John Dory - მზიურა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'John Dory' (3.12.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                მზიურასებრთა ოჯახის (Zeidae fam.) თევზი Zeus faber.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Zeus faber' (3.12.2025), R. Froese, D. Pauly, FishBase
                                                                                                                                                                                                სულ დამატებულია 7129 ტერმინი