Elasmobranchii - ფირფიტლაყუჩიანები

არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი

ტერმინის წყარო:

'Elasmobranchii' (3.12.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
'ფირფიტლაყუჩიანები', ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 10, 1986, გვ. 332

განმარტება:

ხრტილიანი თევზების კლასის (Chondrichthyes cls.) ქვეკლასი Elasmobranchii subcls. ზვიგნებისა და მათი მონათესავე თევზების ჯგუფია. აქვთ ხუთიდან შვიდამდე სალაყუჩე ხვრელი, საკმაოდ ხისტი ფარფლები, პლაკოიდური ქერცლი, ყბების უკან მდებარე საშხეფი, ბევრი კბილი და ჩასაჭიდებელი ორგანოები მამლის მუცლის ფარფლებზე. თანამედროვე ფირფიტლაყუჩიენებს აქვთ ხრტილოვანი ჩონჩხი. ახლანდელი ზვიგნებისა და სკაროსების გარდა, ქვეკლასი ასევე მოიცავს მრავალ ნამარხ სახეობას.

განმარტების წყარო:

დაეფუძნა: 'Elasmobranchii', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

უკან დაბრუნება