Acipenseridae - ზუთხისებრნი
არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვიგანმარტება
ზუთხისნაირთა რიგის (Acipenseriformes ord.) თევზების ოჯახი Acipenseridae fam. დიდი, საკმაოდ ნელი, ფსკერზე მკვებავი თევზებია. აქვთ ქვემოთ მდებარე პირი, უკბილო ყბები, ოთხი ულვაში ზედა ყბის წინა ნაწილში და დიდი ფირფიტების რიგები სხეულის გასწვრივ. გავრცელებული არიან ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. სახეობების უმეტესობა ზღვის თევზია, მაგრამ მდინარეებში ადიან ტოფობისათვის. რამდენიმე სახეობა, მაგ., ცქვრინი (Acipenser ruthenus), მთლიანად მტკნარ წყალში ცხოვრობს. ზუთხებისგან იღებენ ხიზილალას.