Struthioniformes - სირაქლემასნაირნი
არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვიგანმარტება
ფრინველთა რიგი Struthioniformes ord. მასში შედის ერთადერთი ოჯახი – სირაქლემასებრნი (Struthionidae).
ფრინველთა რიგი Struthioniformes ord. მასში შედის ერთადერთი ოჯახი – სირაქლემასებრნი (Struthionidae).
ბეღურისნაირთა რიგის (Passeriformes ord.) ფრინველთა ოჯახი Sturnidae fam. საშუალო ზომის ფრინველებია. უმეტესობა შავი ან მუქი ფერისაა, ბევრს დაჰკრავს ნაირფერი ბზინვარება. აქვთ სწორი, საკმაოდ წვრილი ნისკარტი, მოკლე და მომრგვალებული ან გრძელი და წამახვილებული ფრთები. ბინადრობენ ტყეებში, ღია ადგილებსა და ურბანულ რაიონებში. ყოვლისმჭამელები არიან. გავრცელებული არიან ევროპაში, აფრიკაში, აზიაში, ავსტრალაზიასა და წყნარი ოკეანის კუნძულებზე.
რეგვენასნაირთა რიგის (Suliformes ord.) ფრინველთა ოჯახი Sulidae fam. დიდი ზომის ზღვის ფრინველებია. აქვთ გრძელი, სქელი ნისკარტი, საკმაოდ გრძელი კისერი, გრძელი, წამახვილებული ფრთები და გრძელი, სოლისებრი კუდი. ფეხები მოკლე და აპკიანია. ბინადრობენ კუნძულებსა და კლდეებზე; იკვებებიან თევზით, რომელსაც იჭერენ ჰაერიდან ჩაყვინთვით. გავრცელებული არიან მსოფლიოს მასშტაბით.
მერცხლისებრთა ოჯახის (Hirundinidae fam.) ფრინველთა საერთო სახელწოდება.
ნამგალასებრთა ოჯახის (Apodidae fam.) ფრინველთა საერთო სახელწოდება.