arrow
arrow down
checkbox search

                                                                                                                                                                                                Cotingidae - კოტინგასებრნი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Cotingidae' (18.09.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'Cotingidae', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 194

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ბეღურასნაირთა რიგის (Passeriformes ord.) პატარა და დიდი ზომის ფრინველთა ოჯახი Cotingidae fam. მკვეთრი შეფერილობის ფრინველებია, ბევრ მათგანს აქვს სახის ბიბილოები და ქოჩორი. ბინადრობენ ხეებზე, იკვებებიან ხილითა და მწერებით, რომლებსაც ძირითადად ფრენისას იჭერენ. ბუდეებს აკეთებენ ხეებსა და ბუჩქებზე. გავრცელებული არიან ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Cotingidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

                                                                                                                                                                                                cuckoo-roller - კუროლი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'courol' (18.09.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'კუროლი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 128

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                კუროლისებრთა ოჯახის (Leptosomidae fam.) ფრინველი Leptosomus discolor.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Cuckoo-roller' (17.09.2025), eBird. New York: Cornell Lab of Ornithology, Cornell University

                                                                                                                                                                                                courser - რბენია

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'courser' (18.09.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                Cursoriinae-ის ქვეოჯახის ფრინველთა საერთო სახელწოდება. გამოირჩევიან სწრაფად რბენის უნარით.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'courser' (17.09.2025), Merriam-Webster Dictionary. Springfield: Merriam-Webster, Inc.

                                                                                                                                                                                                covert feather - მფარავი ბუმბული

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'covert' (18.09.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ბუმბულის ტიპი, რომელიც ფარავს ფრინველის მომქნევი და საჭის ბუმბულების ძირებს.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'covert' (17.09.2025), Merriam-Webster Dictionary. Springfield: Merriam-Webster, Inc.

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                covert, tectrix

                                                                                                                                                                                                დაკავშირებული სიტყვები

                                                                                                                                                                                                cowbird - მეძროხე ტრუპიალი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'cowbird' (18.09.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'ტრუპიალი მეძროხე', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 154

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ტრუპიალისებრთა ოჯახის (Icteridae fam.) ფრინველთა გვარი Molothrus gen.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'cowbird' (18.09.2025), Merriam-Webster Dictionary. Springfield: Merriam-Webster, Inc.

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                Molothrus
                                                                                                                                                                                                სულ დამატებულია 8077 ტერმინი