Cotingidae - კოტინგასებრნი
არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
ტერმინის წყარო:
'Cotingidae' (18.09.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი, ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
'Cotingidae', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გამომცემლობა „მეცნიერება“, თბილისი, 1973, გვ. 194
განმარტება:
ბეღურასნაირთა რიგის (Passeriformes ord.) პატარა და დიდი ზომის ფრინველთა ოჯახი Cotingidae fam. მკვეთრი შეფერილობის ფრინველებია, ბევრ მათგანს აქვს სახის ბიბილოები და ქოჩორი. ბინადრობენ ხეებზე, იკვებებიან ხილითა და მწერებით, რომლებსაც ძირითადად ფრენისას იჭერენ. ბუდეებს აკეთებენ ხეებსა და ბუჩქებზე. გავრცელებული არიან ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში.
განმარტების წყარო:
დაეფუძნა: 'Cotingidae', A Dictionary of Zoology, Oxford University Press, 2020