arrow
arrow down
checkbox search

                                                                                                                                                                                                blackbird - შავი შაშვი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'blackbird' (14.12.2024), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი, ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014 

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                შაშვისებრთა ოჯახის (Turdidae fam.) ფრინველი Turdus merula.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Eurasian Blackbird' (23.03.2025), The IUCN Red List of Threatened Species

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                შავი შაშვი მშიშარა, უხეიროდ მფრინავი ფრთოსანია, ღია ადგილებს თავს არიდებს და დროს მეტწილად ბუჩქნარებში საკვების — ჭიაყელების, ლოკოკინების, მწერების და კენკრის ძებნას ანდომებს.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                'შავი შაშვი' (23.03.2025), ვიკიპედია

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                common blackbird, Eurasian blackbird

                                                                                                                                                                                                rook - ჭილყვავი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'rook' (23.03.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი, ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'ჭილყვავი', ირ. აბაშიძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბილისი, 1987, გვ. 400

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ყორნისებრთა ოჯახის (Corvidae fam.) ფრინველი Corvus frugilegus.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Rook' (23.03.2025), The IUCN Red List of Threatened Species

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                ჭილყვავი ... ბინადრობს მეტწილად კოლონიებად, მაღალ ხეებზე – ტყისპირებში, ჭალებში, ბაღებსა და მისთანებზე.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                'ჭილყვავი' (23.03.2025), ვიკიპედია

                                                                                                                                                                                                jackdaw - ჭკა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'jackdaw' (23.03.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი, ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'ჭკა', ირ. აბაშიძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბილისი, 1987, გვ. 403

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ყორნისებრთა ოჯახის (Corvidae fam.) ფრინველი Corvus monedula.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'jackdaw' (23.03.2025), Britannica

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                ჭკა ... მონოგამიური ფრინველია, ბუდობს კოლონიებად ხის ფუღუროებში, კლდეების ნაპრალებში, სოროებში, შენობებზე. მავნე მწერების განადგურებით სარგებლობა მოაქვს. 

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                'ჭკა' (23.03.2025), ვიკიპედია 

                                                                                                                                                                                                collared dove - საყელოიანი გვრიტი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'collared dove' (23.03.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი, ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'გვრიტი საყელოიანი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გამომცემლობა "მეცნიერება", თბილისი, 1973, გვ.109

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                მტრედისებრთა ოჯახის (Columbidae fam.) ფრინველი Streptopelia decaocto.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Eurasian Collared-dove' (23.03.2025), The IUCN Red List of Threatened Species

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                ფრინველთა პოპულაციების დაცვის მიზნით, ცვლილებები შევიდა სანადიროდ დაშვებულ გადამფრენ ფრინველთა ჩამონათვალში, კერძოდ: ...  ჩვეულებრივი გვრიტის (Streptopelia turtur) ნაცვლად ნადირობის ობიექტად განისაზღვრა საყელოიანი გვრიტი (Streptopelia decaocto).

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                ნადირობის სეზონი 2023 წლის აგვისტოს მესამე შაბათს გაიხსნება, (23.03.2025), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                Eurasian collared dove

                                                                                                                                                                                                red fescue - წითელი წივანა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'წითელი წივანა' (23.03.2025), ბოტანიკური ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, 2023

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                მარცვლოვანთა ოჯახის (Poaceae fam.) ბალახოვანი მცენარე Festuca rubra, გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Festuca rubra' (23.03.2025), North Carolina Extension Gardener Plant Toolbox

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                თეთრი სამყურა და წითელი წივანა უძლებს მჟავიანობის დაბალ ნიშნულს pH-ს 4,5-მდე.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                პრაქტიკული ტრენინგები სოფლის მეურნეობაში, შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია, USAID, 2024
                                                                                                                                                                                                სულ დამატებულია 769 ტერმინი