redcurrant - წითელი მოცხარი, ჩვეულებრივი მოცხარი
არსებითი სახელი'წითელი მოცხარი', ა. მაყაშვილი, ბოტანიკური ლექსიკონი. თბილისი: მეცნიერება, მე-3 გამოცემა, 1991, გვ. 92
განმარტება
ხურტკმელისებრთა ოჯახის (Grossulariaceae fam.) კენკროვანი მცენარე Ribes rubrum, ბუნებრივად გავრცელებულია დასავლეთ ევროპაში, ინტროდუცირებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
კონტექსტი
წითელი მოცხარის გასხვლის მთავარი მიზანია გადაშლილი, კარგად განათებული ბუჩქის მიღება, სადაც ხორციელდება მობერებული ძირითადი ტოტების ახალი ტოტებით ციკლური ჩანაცვლება და რეგულარული გამეჩხერება ჩახშირების თავიდან აცილების მიზნით.