arrow
arrow down
checkbox search

                                                                                                                                                                                                bald eagle - თეთრთავა ფსოვი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'ფსოვი თეთრთავა', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 157
                                                                                                                                                                                                'bald eagle' (11.05.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ქორისებრთა ოჯახის (Accipitridae fam.) დიდი ზომის მტაცებელი ფრინველი Haliaeetus leucocephalus. გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკაში. აშშ-ის ეროვნული ფრინველია.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: bald eagle (11.06.2025), Encyclopedia Britannica. Chicago: Encyclopaedia Britannica, Inc.

                                                                                                                                                                                                frameshift - ათვლის ჩარჩოს გადაადგილება, წაკითხვის ჩარჩოს გადაადგილება, ფრეიმშიფტი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'frameshift' (10.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                მუტაცია, გამოწვეული დნმ-ის თანმიმდევრობაში ერთი ან ორი ნუკლეოტიდის ჩართვით, ან მისგან ერთი ან ორი ნუკლეოტიდის დაკარგვით, რის შედეგადაც იცვლება ტრიპლეტების ნუკლეოტიდური აგებულება დნმ-ის მთელი მოლეკულის გასწვრივ.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'frameshift' (10.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                1. დნმ-ზე ქრომით ზემოქმედება იწვევს გც-ათ ტიპის ტრანზიციების ინდუქციას, თუთიის ქლორიდი და ბიქრომატები იწვევენ ათვლის ჩარჩოს გადაადგილებას.
                                                                                                                                                                                                2. მათგან პირველია ELAC2, რომლის ინაქტივაცია ფრეიმშიფტის (Frame shift) გზით დადგენილია ზოგიერთ პოპულაციაში.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                1. მ. გაიოზიშვილი, ქრომატინის მოდიფიკაცია პეპტიდური ბიორეგულატორების მოქმედებისას ხანდაზმულ ინდივიდებში. თბილისი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2015, გვ. 33,
                                                                                                                                                                                                2. ლ. რამიშვილი, პროსტატის სიმსივნური ქსოვილისა და სისხლის უჯრედების მეტაბოლიზმის ზოგიერთი ასპექტის შესწავლა. თბილისი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2017, გვ. 50

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                frameshift mutation

                                                                                                                                                                                                დაკავშირებული სიტყვები

                                                                                                                                                                                                in-frame mutation - მუტაცია ათვლის ჩარჩოში, მუტაცია ათვლის ჩარჩოს გადაადგილების გარეშე

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'in-frame mutation' (10.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                მუტაცია, რომელიც გამოწვეულია დნმ-ის თანმიმდევრობაში სამი ან სამის ჯერადი რაოდენობის ნუკლეოტიდის ჩართვით ან თანმიმდევრობიდან ამოვარდნით, რის შედეგადაც დნმ-ის მთელი მოლეკულის დანარჩენ მონაკვეთზე ტრიპლეტების ნუკლეოტიდური შემადგენლობა არ იცვლება.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'in-frame mutation' (10.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                დაკავშირებული სიტყვები

                                                                                                                                                                                                frame - ათვლის ჩარჩო, წაკითხვის ჩარჩო

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'frame' (10.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ჩარჩო, აგებული ნუკლეოტიდების ტრიპლეტებზე / კოდონებზე, რომელთაგანაც თითოეული ერთ ამინომჟავას აკოდირებს.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'frame' (10.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                reading frame

                                                                                                                                                                                                დაკავშირებული სიტყვები

                                                                                                                                                                                                frameshift suppression - ფრეიმშიფტის სუპრესია

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'frameshift suppression' (10.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ათვლის ჩარჩოს გადაადგილებით გამოწვეული მუტაციის უპირატ. ნაწილობრივი ნეიტრალიზაცია მეორე მუტაციით, რომელიც დნმ-ის ტრიპლეტურ შემადგენლობას აღადგენს.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'frameshift suppression' (10.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                სულ დამატებულია 3772 ტერმინი