fused protein - ჰიბრიდული ცილა, ქიმერული ცილა, შერწყმული ცილა

არსებითი სახელი

ტერმინის წყარო:

'fused protein' (10.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი, ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
'fused protein' (10.06.2025), ძინ სუნი, ბიოინფორმატიკის საფუძვლები, თავი 19, 2006, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, ინგლისურ ქართული პარალელური კორპუსი
'ცილა შერწყმული (პოლიპეპტიდი)' (10.06.2025), medgeo.net

განმარტება:

სხვადასხვა ცილების მაკოდირებელი ორი ან რამდენიმე გენის შეერთების გზით ხელოვნურად შექმნილი პოლიპეპტიდი, რომელიც გამოიყენება გენების ტრანსფექციისთვის.

განმარტების წყარო:

'fused protein' (10.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი, ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

კონტექსტი:

ადამიანის გასუფთავებული ინსულინის მისაღებად, ბიომასიდან გამოყოფილი ჰიბრიდული ცილა განიცდის ქიმიურ-ფერმენტაციულ ტრანსფორმაციას, რასაც მოსდევს ქრომატოგრაფიული (ფრონტალურ, გელშემჟონი, ანიონმცვლელი ქრომატოგრაფიული მეთოდებით) გაწმენდა.
მრავალი ქიმერული ცილა ფუნქციონირებს როგორ ტრანსკრიპციის ფაქტორი და სამიზნე გენების მნიშვნელოვან დერეგულაციას ახდენს.
ცილების ურთიერთმოქმედების პროგნოზის ამ მეთოდს „როზეტის ქვის“ მეთოდს უწოდებენ, ვინაიდან შერწყმული ცილა ხშირად ავლენს კავშირებს, მისი დომენების კომპონენტებს შორის.

კონტექსტის წყარო:

'ფარმაცევტული ბიოტექნოლოგია' (10.06.2025), აბულაძე ნ., კილაძე თ., ქუთაისი, 2010, გვ. 59, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
'სიმსივნეების მოლეკულური პათოლოგია' (10.06.2025), ხარაიშვილი გ., დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი, თბილისი,2023, გვ. 83, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
'fused protein' (10.06.2025), ძინ სუნი, ბიოინფორმატიკის საფუძვლები, თავი 19, 2006, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, ინგლისურ ქართული პარალელური კორპუსი

უკან დაბრუნება