Phaethon - ფაეტონი
არსებითი სახელიგანმარტება
ფაეტონისებრთა ოჯახის (Phaethontidae fam.) ფრინველთა გვარი Phaethon gen.
ფაეტონისებრთა ოჯახის (Phaethontidae fam.) ფრინველთა გვარი Phaethon gen.
ფაეტონისნაირთა რიგის (Phaethontiformes ord.) ფრინველთა ოჯახი Phaethontidae fam. შედის ერთი გვარი (Phaethon). საშუალო ზომის, ძირითადად თეთრი ზღვის ფრინველებია, აქვთ შავი თავი და ფრთები, კუდის ცენტრალური ბუმბულები გრძელია, თეთრი ან წითელი. იკვებებიან ძირითადად თევზით, რომელსაც ჩაყვინთვით იჭერენ. მრავლად გვხვდებიან კარიბის ზღვაში, წყნარ, სამხრეთ ატლანტის და ინდოეთის ოკეანეებში. 3 სახეობაა ცნობილი.
ფრინველთა რიგი Phaethontiformes ord., რომელშიც შედის ერთი ოჯახი – ფაეტონისებრნი (Phaethontidae fam.)
კოლიბრისებრთა ოჯახის (Trochilidae fam.) ფრინველთა გვარი Phaethornis gen.
რეგვენასნაირთა რიგის (Suliformes ord.) ფრინველთა ოჯახი Phalacrocoracidae fam. საშუალო და დიდი ზომის, ძირითადად შავი და ყავისფერი ფრინველებია, ზოგიერთი მომწვანო ან მოლურჯო ელფერით. აქვთ საშუალო სიგრძის, წვრილი ნისკარტი კაუჭისებრი წვერით, მოკლე ფრთები, საკმაოდ გრძელი კუდი. ფრენენ კარგად, გარდა გალაპაგოსური ჩვამასი (Nannopterum harrisi), რომელიც საერთოდ ვერ ფრენს. გვხვდებიან სანაპიროებზე, მდინარეებსა და ტბებზე. კარგად ყვინთავენ თევზის დასაჭერად. გავრცელებულია მსოფლიოს მასშტაბით.