Pelecanidae - ვარხვისებრნი
არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი'ვარხვისებრნი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 114
განმარტება
ვარხვისნაირთა რიგის (Pelecaniformes ord.) ფრინველთა ოჯახი Pelecanidae fam. დიდი, თეთრი, ყავისფერი ან ნაცრისფერი ფრინველებია. აქვთ გრძელი, ფართო ფრთები, მოკლე კუდი და გრძელი ნისკარტი, რომლის ქვედა ნაწილზე წელვადი ჩანთაა. ბინადრობენ წყალსატევებზე. იკვებებიან თევზითა და კიბოსნაირებით. გავრცელებული არიან სამხრეთ ევროპაში, აფრიკაში, აზიაში, ავსტრალიასა და ამერიკაში. ოჯახში ერთი თანამედროვე გვარია (Pelecanus).