Pelecanidae - ვარხვისებრნი

არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი

ტერმინის წყარო:

'Pelecanidae' (14.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
'ვარხვისებრნი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 114

განმარტება:

ვარხვისნაირთა რიგის (Pelecaniformes ord.) ფრინველთა ოჯახი Pelecanidae fam. დიდი, თეთრი, ყავისფერი ან ნაცრისფერი ფრინველებია. აქვთ გრძელი, ფართო ფრთები, მოკლე კუდი და გრძელი ნისკარტი, რომლის ქვედა ნაწილზე წელვადი ჩანთაა. ბინადრობენ წყალსატევებზე. იკვებებიან თევზითა და კიბოსნაირებით. გავრცელებული არიან სამხრეთ ევროპაში, აფრიკაში, აზიაში, ავსტრალიასა და ამერიკაში. ოჯახში ერთი თანამედროვე გვარია (Pelecanus).

განმარტების წყარო:

დაეფუძნა: 'Pelecanidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

უკან დაბრუნება