Phalacrocoracidae - ჩვამასებრნი
ტერმინის წყარო:
'Phalacrocoracidae' (14.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
'ჩვამასებრნი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 169
განმარტება:
რეგვენასნაირთა რიგის (Suliformes ord.) ფრინველთა ოჯახი Phalacrocoracidae fam. საშუალო და დიდი ზომის, ძირითადად შავი და ყავისფერი ფრინველებია, ზოგიერთი მომწვანო ან მოლურჯო ელფერით. აქვთ საშუალო სიგრძის, წვრილი ნისკარტი კაუჭისებრი წვერით, მოკლე ფრთები, საკმაოდ გრძელი კუდი. ფრენენ კარგად, გარდა გალაპაგოსური ჩვამასი (Nannopterum harrisi), რომელიც საერთოდ ვერ ფრენს. გვხვდებიან სანაპიროებზე, მდინარეებსა და ტბებზე. კარგად ყვინთავენ თევზის დასაჭერად. გავრცელებულია მსოფლიოს მასშტაბით.
განმარტების წყარო:
დაეფუძნა: 'Phalacrocoracidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020