arrow
arrow down
checkbox search
                                                                                                                                                                                                • ორნითოლოგია

                                                                                                                                                                                                pamprodactylous - პამპოდაქტილური

                                                                                                                                                                                                ზედსართავი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'pamprodactylous' (14.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ოთხივე თითი წინ მიმართული რომ აქვს (ითქმის ფრინველის ან ფრინველის ფეხის შესახებ).

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'pamprodactylous' (14.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                დაკავშირებული სიტყვები

                                                                                                                                                                                                parabronchi - პარაბრონქები

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'parabronchi' (14.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ფრინველის ფილტვში შემავალი მეორე რიგის (მეორეული) ბრონქების შემაერთებელი მილები.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'parabronchi' (14.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                Paradisaeidae - სამოთხის ფრინველისებრნი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Paradisaeidae' (14.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ბეღურასნაირთა რიგის (Passeriformes ord.) ფრინველთა ოჯახი Paradisaeidae fam. პატარა და საშუალო ზომის ფრინველებია, აქვთ ნათელი ფერის, სხვადასხვაფრად მოლივლივე ბუმბული. დედლები ჩვეულებრივ მუქი ფერის არიან. ნისკარტი მოკლე ან გრძელია, სწორი და წვრილი, ძლიერ მოხრილი ან მოკაუჭებული. ფრთები მოკლე და მომრგვალებული, კუდი მოკლე და კვადრატული ან გრძელი და საფეხუროვანი. მეხეური ფრინველები არიან. იკვებებიან მწერებით, წვრილი ცხოველებით, ხილითა და თესლით. გავრცელებული არიან ძირითადად ახალ გვინეაზე, ასევე ავსტრალიასა და მოლუკის კუნძულებზე.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Paradisaeidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

                                                                                                                                                                                                paragnathous - ტოლყბიანი

                                                                                                                                                                                                ზედსართავი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'paragnathous' (14.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ერთნაირი სიგრძის ზედა და ქვედა ნისკარტების მქონე.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'paragnathous' (14.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                დაკავშირებული სიტყვები

                                                                                                                                                                                                parrot - თუთიყუში

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'parrot' (14.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'parrot', ც. მენაბდე, ინგლისურ-რუსულ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: მეცნიერება, 1983, გვ. 163

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                თუთიყუშისნაირთა რიგის (Psittaciformes ord.), განსაკუთრებით კი თუთიყუშისებრთა ოჯახის (Psittacidae fam.) ფრინველთა საერთო სახელწოდება. ფართოდ გავრცელებული, ხშირად კაშკაშა შეფერილობის, მოკაუჭებული ნისკარტის და ზიგოდაქტილური ფეხების მქონე ფრინველებია. ზოგიერთი სახეობა გამოირჩევა შესანიშნავი ხმაბაძვით.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'parrot' (14.10.2025), Merriam-Webster Dictionary. Springfield: Merriam-Webster, Inc.
                                                                                                                                                                                                სულ ნაპოვნია 712 ტერმინი