Paradisaeidae - სამოთხის ფრინველისებრნი

არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი

ტერმინის წყარო:

'Paradisaeidae' (14.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

განმარტება:

ბეღურასნაირთა რიგის (Passeriformes ord.) ფრინველთა ოჯახი Paradisaeidae fam. პატარა და საშუალო ზომის ფრინველებია, აქვთ ნათელი ფერის, სხვადასხვაფრად მოლივლივე ბუმბული. დედლები ჩვეულებრივ მუქი ფერის არიან. ნისკარტი მოკლე ან გრძელია, სწორი და წვრილი, ძლიერ მოხრილი ან მოკაუჭებული. ფრთები მოკლე და მომრგვალებული, კუდი მოკლე და კვადრატული ან გრძელი და საფეხუროვანი. მეხეური ფრინველები არიან. იკვებებიან მწერებით, წვრილი ცხოველებით, ხილითა და თესლით. გავრცელებული არიან ძირითადად ახალ გვინეაზე, ასევე ავსტრალიასა და მოლუკის კუნძულებზე.

განმარტების წყარო:

დაეფუძნა: 'Paradisaeidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

უკან დაბრუნება