arrow
arrow down
checkbox search
                                                                                                                                                                                                • ორნითოლოგია

                                                                                                                                                                                                Gruidae - წეროსებრნი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Gruidae' (07.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'წეროსებრნი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 172

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                წეროსნაირთა რიგის (Gruiformes ord.) ფრინველთა ოჯახი Gruidae fam. დიდი ზომის ფრინველება, გამოირჩევიან გრძელი ფეხებითა და კისრით. ბუმბული უმეტესად თეთრი, რუხი ან ყავისფერია, თავის არეში ხშირად აქვთ კანის შიშველი წითელი უბნები. ნისკარტი სწორი, საშუალო ან გრძელია, კუდი მოკლე, ფრთები განიერი, რომლის საშუალებითაც ფრენენ მაღლა და ლივლივებენ. ფრენისას კისერი გაშლილი აქვთ. ბინადრობენ ვაკეებსა და ჭაობებში, იკვებებიან როგორც ცხოველური, ისე მცენარეული საკვებით. ბუდობენ მიწაზე. ოჯახში დაახლოებით 15 სახეობაა, რომელთაგან ბევრი საფრთხის ქვეშაა. გავრცელებული არიან ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში, აზიაში და ავსტრალაზიაში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Gruidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

                                                                                                                                                                                                Gruiformes - წეროსნაირნი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Gruiformes' (07.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'წეროსნაირნი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 172

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ფრინველთა რიგი Gruiformes ord. მოიცავს მცირედან დიდ ზომამდე, წყლისა და ხმელეთის ფრინველებს. გავრცელებული არიან მთელ მსოფლიოში. მოიცავს ისეთ ოჯახებს, როგორებიცაა: წეროსებრნი (Gruidae), ლაინასებრნი (Rallidae), არამასებრნი (Aramidae), მებუკე წეროები (Psophiidae), ფინფუტისებრნი (Heliornithidae).

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Gruiformes', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

                                                                                                                                                                                                Grus - წერო

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Grus' (07.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'წერო', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 172

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                წეროსებრთა ოჯახის (Gruidae fam.) ფრინველთა გვარი Grus gen.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Grus' (07.10.2025), Merriam-Webster Dictionary. Springfield: Merriam-Webster, Inc.

                                                                                                                                                                                                helmeted guinea fowl - ჩვეულებრივი ციცარი

                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'guineafowl' (07.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'ციცარი ჩვეულებრივი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 171

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ციცრისებრთა ოჯახის (Numididae fam.) ფრინველი Numida meleagris.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Helmeted Guineafowl' (07.10.2025), eBird. New York: Cornell Lab of Ornithology, Cornell University

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                guinea fowl

                                                                                                                                                                                                gull - თოლია

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'gull' (07.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'gull', ც. მენაბდე, ინგლისურ-რუსულ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: მეცნიერება, 1983, გვ. 92

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                თოლიასებრთა ოჯახის (Laridae fam.) თოლიების ქვეოჯახის (Larinae subfam.) ფრინველთა საერთო სახელწოდება.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'gull' (07.10.2025), Merriam-Webster Dictionary. Springfield: Merriam-Webster, Inc.

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                seagull
                                                                                                                                                                                                სულ ნაპოვნია 712 ტერმინი