Gruidae - წეროსებრნი
ტერმინის წყარო:
'Gruidae' (07.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
'წეროსებრნი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 172
განმარტება:
წეროსნაირთა რიგის (Gruiformes ord.) ფრინველთა ოჯახი Gruidae fam. დიდი ზომის ფრინველება, გამოირჩევიან გრძელი ფეხებითა და კისრით. ბუმბული უმეტესად თეთრი, რუხი ან ყავისფერია, თავის არეში ხშირად აქვთ კანის შიშველი წითელი უბნები. ნისკარტი სწორი, საშუალო ან გრძელია, კუდი მოკლე, ფრთები განიერი, რომლის საშუალებითაც ფრენენ მაღლა და ლივლივებენ. ფრენისას კისერი გაშლილი აქვთ. ბინადრობენ ვაკეებსა და ჭაობებში, იკვებებიან როგორც ცხოველური, ისე მცენარეული საკვებით. ბუდობენ მიწაზე. ოჯახში დაახლოებით 15 სახეობაა, რომელთაგან ბევრი საფრთხის ქვეშაა. გავრცელებული არიან ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში, აზიაში და ავსტრალაზიაში.
განმარტების წყარო:
დაეფუძნა: 'Gruidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020