homogeny - ჰომოგენია
არსებითი სახელიგანმარტება
ინდივიდების ან ორგანოების სტრუქტურის მსგავსება საერთო წარმოშობის შედეგად.
ინდივიდების ან ორგანოების სტრუქტურის მსგავსება საერთო წარმოშობის შედეგად.
რეპროდუქციული იზოლაციის მექანიზმი, რომელიც ჰიბრიდის წარმოქმნას ზღუდავს განაყოფიერების განხორციელების შემდეგ – ზიგოტის წარმოქმნისთანავე დაღუპვა, მკვდარი ან სიცოცხლისუუნარო ნაყოფის შობა, სტერილური ჰიბრიდის განვითარება და სხვ.
გენეტიკური დიფერენცირება და მასთან თანხვედრილი პოსტზიგოტური საიზოლაციო მექანიზმები თანდათანობით ყალიბდება.
ევოლუციური ფაქტორი, რომელიც ნაწილობრივ ან მთლიანად ზღუდავს პოპულაციებს / სახეობებს შორის შეჯვარებისას შთამომავლობის წარმოქმნას.
სახეობათა წარმოქმნის სიმპატრიული კონცეფციის მიხედვით საწყისი პოპულაციის ეკოლოგიურ რასებში მიმდინარეობს დიფერენცირების პროცესი და ყალიბდება რეპროდუქციული იზოლაცია.
რეპროდუქციული იზოლაციის მექანიზმი, რომელიც ზღუდავს სახეობათშორის შეჯვარებას ან ზიგოტის წარმოქმნას – გეოგრაფიული ბარიერი, ქცევითი იზოლაცია, უჯრედების დაყოფის პროცესების შეუთავსებლობა და სხვ.
ბუნებრივი გადარჩევის გზით გარემოს ზემოქმედება ევოლუციაზე / პოპულაციის გენეტიკურ შემადგენლობაზე.
გარე ფაქტორები, მაგალითად, სელექციური ზეწოლა, რომლებიც ადრე თვითგადარჩენის უწყვეტ რეჟიმში გვამყოფებდა, უკვე აღარ მოქმედებს ჩვენზე.