arrow
arrow down
checkbox search
                                                                                                                                                                                                • ევოლუცია

                                                                                                                                                                                                genetic homeostasis - გენეტიკური ჰომეოსტაზი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'genetic homeostasis' (16.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                პოპულაციის უნარი, შეინარჩუნოს საკუთარი გენეტიკური სტრუქტურის სტაბილურობა და მთლიანობა ცვალებად გარემოში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'genetic homeostasis' (16.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                genetic stability - გენეტიკური სტაბილურობა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'genetic stability' (16.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'გენეტიკური სტაბილურობა', ი. ლაჩაშვილი, მოკლე ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: განათლება, 1977, გვ. 72

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                გარემოსთან კარგად შეგუებული ინდივიდების ან ინდივიდთა ჯგუფის უნარი, წარმოშვას თავისნაირივე გენეტიკური აღნაგობის შთამომავლობა.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'genetic stability' (16.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა, სამეცნიერო-საწარმოო ცენტრის "უვაფერმის" (ავსტრია) თანამშრომლებმა, შეისწავლეს აღნიშნული შტამის გენეტიკური სტაბილურობა და შეიმუშავეს საფუვრის გამოშრობის ისეთი მეთოდიკა, რომელიც შრობის შემდეგ საფუვრის წმინდა კულტურას უნარჩუნებს აქტიურობას და მისთვის დამახასიათებელ ყველა თვისებას.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                პირველი ქართული მშრალი ღვინის საფუვრის - GE 02-ის გამოყენება თეთრი ღვინოების წარმოებაში" (16.06.2025), ე. სალია, თ. ღვინიძე, გ. დაქიშვილი, თ. ორთოიძე, files.techinformi.ge

                                                                                                                                                                                                დაკავშირებული სიტყვები

                                                                                                                                                                                                Hardy-Weinberg Law - ჰარდი-ვაინბერგის კანონი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Hardy-Weinberg Law' (20.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                დიდ, პანმიქსიურ / თავისუფლად შეჯვარებად პოპულაციაში ალელებისა და გენოტიპების შეხვედრილობის სიხშირის თაობიდან თაობამდე უცვლელად შენარჩუნება მუტაციების, გენების დრეიფის და სხვ. ევოლუციური ფაქტორების ზემოქმედების არარსებობის პირობებში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'Hardy-Weinberg Law' (20.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                1908 წელს ერთიმეორისგან დამოუკიდებლად ინგლისელმა მათემატიკოსმა ჯ. ჰარდიმ და გერმანელმა ექიმმა ვ. ვაინბერგმა დაადგინეს კანონზომიერება, რომელსაც შემდგომ ჰარდი-ვაინბერგის კანონი უწოდეს. 

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                ა. შათირიშვილი, ი. ჭუჭლაშვილი, მიკროევოლუციის საფუძვლები. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2005

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                Hardy-Weinberg equilibrium, Hardy-Weinberg principle

                                                                                                                                                                                                heterochronous - ჰეტეროქრონიული, ჰეტეროქრონიისა

                                                                                                                                                                                                ზედსართავი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'heterochronous' (21.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ჰეტეროქრონიასთან დაკავშირებული.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'heterochronous' (21.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                ფსიქიკური ფუნქციების გართულება თუ ფუნქციური სტრუქტურის შეცვლა გარკვეული ქრონოლოგიური თანმიმდევრობით მიმდინარეობს და ჰეტეროქრონიის კანონს ემორჩილება.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                თ. გაგოშიძე, ბავშვის ფსიქიკური განვითარების დარღვევები. თბილისი: ნეკერი, 2007, გვ.19

                                                                                                                                                                                                დაკავშირებული სიტყვები

                                                                                                                                                                                                heterochrony - ჰეტეროქრონია

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'heterochrony' (21.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                1. სასიცოცხლო ციკლის სხვადასხვა სტადიების თანმიმდევრობისა და ხანგრძლივობის ცვლილება ევოლუციის პროცესში;
                                                                                                                                                                                                2. სხვადასხვა ორგანოთა ემბრიონული განვითარების სისწრაფის ცვლილება ევოლუციის პროცესში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'heterochrony' (21.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                1. ჰეტეროქრონიის შედეგად იცვლება რეპროდუქციული ორგანოების განვითარებისთვის საჭირო დროის შეფარდება სომატური (არარეპროდუქციული ორგანოების) განვითარების დროსთან.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                1. 'heterochrony' (21.06.2025), ნ. კემპბელი, ჯ. რისი, ბიოლოგია, XXIV. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2009, ინგლისურ ქართული პარალელური კორპუსი

                                                                                                                                                                                                დაკავშირებული სიტყვები

                                                                                                                                                                                                სულ ნაპოვნია 32 ტერმინი