arrow
arrow down
checkbox search
                                                                                                                                                                                                • ორნითოლოგია

                                                                                                                                                                                                crop milk - ჩიტის რძე

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'crop milk' (19.09.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ზოგიერთი მტრედისებრის, ფლამინგოსა და პინგვინის ჩიჩახვის ეპითელიუმის სეკრეტი, რომელიც ბარტყების გამოსაკვებად გამოიყენება.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'crop milk' (19.09.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                დაკავშირებული სიტყვები

                                                                                                                                                                                                crossbill - ნისკარტმარწუხა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'crossbill' (19.09.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'ნისკარტმარწუხა', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 144

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                მთიულასებრთა ოჯახის (Fringillidae fam.) ფრინველთა გვარი Loxia gen. აქვთ იმგვარად მოხრილი ნისკარტი, რომ მისი ქვედა და ზედა ნაწილი ერთმანეთს კვეთს.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'crossbill' (19.09.2025), Merriam-Webster Dictionary. Springfield: Merriam-Webster, Inc.

                                                                                                                                                                                                cuckoo - გუგული

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'cuckoo' (18.09.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'გუგული', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 113

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                გუგულისებრთა ოჯახის (Cuculidae fam.) ფრინველთა გვარი Cuculus gen., ასევე ოჯახის წარმომადგენელთა საერთო სახელწოდება.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'cuckoo' (18.09.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'cuckoo' (19.09.2025), Merriam-Webster Dictionary. Springfield: Merriam-Webster, Inc.

                                                                                                                                                                                                Cuculidae - გუგულისებრნი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Cuculidae' (19.09.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'გუგულისებრნი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 113

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                გუგულისნაირთა რიგის (Cuculiformes ord.) ფრინველთა ოჯახი Cuculidae fam.  პატარა და საშუალო ზომის, გრძელკუდა და მოკლეფეხება ფრინველებია. უმეტესობას აქვს ძლიერი, ოდნავ მოხრილი ნისკარტი. ძირითადად ბინადრობენ ხეებზე, მაგრამ ზოგიერთი მიწის ფრინველია. უმეტესად მწერიჭამიები არიან. მრავალი სახეობა ბუდობრივი პარაზიტია (სხვა ფრინველის ბუდეში დებს კვერცხებს).

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Cuculidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

                                                                                                                                                                                                Cuculiformes - გუგულისნაირნი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Cuculiformes' (19.09.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'გუგულისნაირნი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 113

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ფრინველთა რიგი Cuculiformes ord. მასში შედის ერთადერთი ოჯახი – გუგულისებრნი (Cuculidae fam.).

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Cuculiformes', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020
                                                                                                                                                                                                სულ ნაპოვნია 712 ტერმინი