Cuculidae - გუგულისებრნი
არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
ტერმინის წყარო:
'Cuculidae' (19.09.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი, ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
'გუგულისებრნი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გამომცემლობა „მეცნიერება“, თბილისი, 1973, გვ. 113
განმარტება:
გუგულისნაირთა რიგის (Cuculiformes ord.) ფრინველთა ოჯახი Cuculidae fam. პატარა და საშუალო ზომის, გრძელკუდა და მოკლეფეხება ფრინველებია. უმეტესობას აქვს ძლიერი, ოდნავ მოხრილი ნისკარტი. ძირითადად ბინადრობენ ხეებზე, მაგრამ ზოგიერთი მიწის ფრინველია. უმეტესად მწერიჭამიები არიან. მრავალი სახეობა ბუდობრივი პარაზიტია (სხვა ფრინველის ბუდეში დებს კვერცხებს).
განმარტების წყარო:
დაეფუძნა: 'Cuculidae', A Dictionary of Zoology, Oxford University Press, 2020