Coraciidae - ყაპყაპისებრნი
არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი'ყაპყაპისებრნი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 163
განმარტება
ყაპყაპისნაირთა რიგის (Coraciiformes ord.) ფრინველთა ოჯახი Coraciidae fam. აქვთ მოკლე კისერი, გრძელი ფრთები, ძლიერი, ოდნავ მოღუნული ნისკარტი. ბინადრობენ ხეებზე, ბუდეს აკეთებენ ფუღუროებში ან სოროებში. იკვებებიან მწერებით. ზოგიერთი მათგანი გადამფრენი ფრინველია. გავრცელებული არიან ევროპაში, აფრიკაში, სამხრეთ აზიიდან ავსტრალიამდე.