Corvidae - ყორნისებრნი
არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
ტერმინის წყარო:
'Corvidae' (18.09.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი, ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
'ყორნისებრნი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გამომცემლობა „მეცნიერება“, თბილისი, 1973, გვ. 165
განმარტება:
ბეღურასნაირთა რიგის (Passeriformes ord.) პატარა და დიდი ზომის ფრინველთა ოჯახი Corvidae. შავი, შავ-თეთრი ან კაშკაშა შეფერილობის ფრინველებია, აქვთ დიდი ნისკარტი, ზოგიერთს – ქოჩორი ან გრძელი კუდი. ცხოვრობენ ჯგუფებად ტყეებში ან ღია სივრცეებში. ყოვლისმჭამელები არიან, ბუდეებს ხეებზე ან კლდეებზე იკეთებენ. ბევრი მათგანი ადვილად სწავლობს ბგერების იმიტაციას. ოჯახში მოიცავს ყორნებს, ყვავებს, კაჭკაჭებს, მეთხილიებს და სხვ.
განმარტების წყარო:
დაეფუძნა: 'Corvidae', A Dictionary of Zoology, Oxford University Press, 2020