Triglidae - ზღვისმამლისებრნი
არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი'ზღვისმამლისებრნი', ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 4, 1979, გვ. 550
განმარტება
სკორპენისნაირთა რიგის (Scorpaeniformes ord.) თევზების ოჯახი Triglidae fam. აქვთ დიდი თავი, ორი განცალკევებული ზურგის ფარფლი და, როგორც წესი, მკერდის დიდი ფარფლები, რომლებშიც ქვედა სამი სხივი დაგრელებული და თავისუფალია ფარფლის აპკისგან. ეს განცალკევებული სხივები გამოიყენება შეხების ორგანოებად. ზოგიერთი სახეობა სარეწაო მნიშვნელობისაა. გავრცელებული არიან ზომიერ და ტროპიკულ ზღვებში.