ram cichlid - ციქლიდი პეპელა, რამირესის აპისტოგრამა
არსებითი სახელიგანმარტება
ციქლასებრთა ოჯახის (Cichlidae fam.) თევზი Mikrogeophagus ramirezi, syn. Apistogramma ramirezi.
ციქლასებრთა ოჯახის (Cichlidae fam.) თევზი Mikrogeophagus ramirezi, syn. Apistogramma ramirezi.
ანგელოზთევზასებრთა ოჯახის (Chaetodontidae fam.) თევზების საერთო სახელწოდება.
ლოქოსნაირთა რიგის (Siluriformes ord.) თევზების ოჯახი Callichthyidae fam. მცირე ზომის, ფსკერზე მობინადრე, მტკნარი წყლის თევზებია. სხეული დაფარულია კრამიტისებრი ქერცლით, ქვედა მხარეს მდებარე პირი გარშემორტყმულია ულვაშებით. ზოგიერთ სახეობას არასაკმარისი ჟანგბადის მქონე წყალში მოხვედრისას შეუძლია ჰაერის ჩაყლაპვა და მისი ნაწლავში შენახვა. გვხვდებიან სამხრეთ ამერიკისა და პანამის ტროპიკულ მდინარეებში.
სტავრიდისნაირთა რიგის (Carangiformes ord.) ზღვის თევზების ოჯახი Carangidae fam. აქვთ ორი განცალკევებული ზურგის ფარფლი, ორად გაყოფილი კუდი. ფართოდ არიან გავრცელებული თბილ და ზომიერ წყლებში. ბევრი სახეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდა ინდივიდები, გადაადგილდებიან უზარმაზარ ქარავნებად. უფრო დიდი ზომისები მარტოულები არიან.
ზვიგნების ოჯახი Carcharhinidae fam. ძირითადად პელაგური თევზებია, ზოგი შედის მომლაშო და მტკნარ წყლებში. ზურგის ორი ფარფლიდან პირველი უფრო დიდია. სხეულის ზედა ნაწილი ყავისფერი, ლურჯი აქვთ, ქვედა – უფრო ღია. ცოცხლადმშობები არიან.