Callichthyidae - ჯავშნოსანი ლოქოსებრნი, ჯავშნიანი ლოქოები, კალიქთისისებრნი
არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
ტერმინის წყარო:
'Callichthyidae' (26.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
'Сомы панцирные', თ. გოგმაჩაძე, თევზების ნომენკლატურა (რუსულ-ქართულ-ლათინური). ბათუმი: აჭარა, 2018, გვ. 314
განმარტება:
ლოქოსნაირთა რიგის (Siluriformes ord.) თევზების ოჯახი Callichthyidae fam. მცირე ზომის, ფსკერზე მობინადრე, მტკნარი წყლის თევზებია. სხეული დაფარულია კრამიტისებრი ქერცლით, ქვედა მხარეს მდებარე პირი გარშემორტყმულია ულვაშებით. ზოგიერთ სახეობას არასაკმარისი ჟანგბადის მქონე წყალში მოხვედრისას შეუძლია ჰაერის ჩაყლაპვა და მისი ნაწლავში შენახვა. გვხვდებიან სამხრეთ ამერიკისა და პანამის ტროპიკულ მდინარეებში.
განმარტების წყარო:
დაეფუძნა: 'Callichthyidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020