Anguillidae - მდინარის გველთევზასებრნი
არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვიგანმარტება
გველთევზნაირთა რიგის (Anguilliformes ord.) თევზების ოჯახი Anguillidae fam. გველისებრი, გრძელი, ცილინდრული სხეულის მქონე თევზებია. აქვთ ვიწრო და გრძელი ზურგის ფარფლი. კანი დაფარულია წვრილი ქერცლით. ფართოდ არიან გავრცელებული ტროპიკულ და ზომიერ რეგიონებში. მოზრდილები რამდენიმე წელი მტკნარ წყალში ცხოვრობენ, საბოლოოდ კი გასამრავლებლად გადადიან ზღვაში. როგორც ღირებული საჭმელი თევზი, დიდი რაოდენობით მოიპოვებენ.