Anguillidae - მდინარის გველთევზასებრნი

არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი

ტერმინის წყარო:

'Anguillidae' (18.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

განმარტება:

გველთევზნაირთა რიგის (Anguilliformes ord.) თევზების ოჯახი Anguillidae fam. გველისებრი, გრძელი, ცილინდრული სხეულის მქონე თევზებია. აქვთ ვიწრო და გრძელი ზურგის ფარფლი. კანი დაფარულია წვრილი ქერცლით. ფართოდ არიან გავრცელებული ტროპიკულ და ზომიერ რეგიონებში. მოზრდილები რამდენიმე წელი მტკნარ წყალში ცხოვრობენ, საბოლოოდ კი გასამრავლებლად გადადიან ზღვაში. როგორც ღირებული საჭმელი თევზი, დიდი რაოდენობით მოიპოვებენ.

განმარტების წყარო:

დაეფუძნა: 'Anguillidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

უკან დაბრუნება