arrow
arrow down
checkbox search

                                                                                                                                                                                                Ammodytidae - მექვიშიასებრნი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Ammodytidae' (18.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ტუჩასნაირთა რიგის (Labriformes ord.) თევზების ოჯახი Ammodytidae fam. 30 სმ-მდე სიგრძის ზღვის თევზებია. აქვთ წაგრძელებული სხეული და გრძელი ზურგის ფარფლი. მუცლის ფარფლები ხშირად არ აქვთ. იკვებებიან ცხოველური პლანქტონით. თვითონ ვირთევზას, ორაგულის და სხვების საკვებ რაციონში შედიან. გავრცელებული არიან ჩრდილოეთის ყინულოვან, ატლანტის, ინდოეთისა და წყნარ ოკეანეებში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Ammodytidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

                                                                                                                                                                                                amphistylic - ამფისტილური

                                                                                                                                                                                                ზედსართავი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'amphistylic' (18.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ამფისტილია რომ ახასიათებს.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'amphistylic' (18.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                დაკავშირებული სიტყვები

                                                                                                                                                                                                amphistyly - ამფისტილია

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'amphistyly' (18.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                პირველადი ზედა ყბის ორმაგი შეერთება თავის ქალასთან (ზვიგენებში, მტევანფარფლიანებში და სხვ.).

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'amphistyly' (18.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                დაკავშირებული სიტყვები

                                                                                                                                                                                                ampullae of Lorenzini - ლორენცინის ამპულები

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'ampullae of Lorenzini' (18.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                გრძნობის სპეციალური ორგანოები ზვიგენების, სკაროსების და სხვათა თავზე; უპირატესად ელექტრული და მაგნიტური იმპულსების, აგრეთვე წნევისა და ტემპერატურის ცვალებადობის აღმქმელი რეცეპტორები.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'ampullae of Lorenzini' (18.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                Anabantidae - ანაბასისებრნი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'ampullae of Lorenzini' (18.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'Анабасовые', თ. გოგმაჩაძე, თევზების ნომენკლატურა (რუსულ ქართულ-ლათინური). ბათუმი: აჭარა, 2018, გვ. 50

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ქორჭილასნაირთა რიგის (Perciformes ord.) თევზების ოჯახი Anabantidae fam. მტკნარი წყლის თევზებია, თუმცა ზოგჯერ გვხვდებიან ნახევრად მარილიან წყალშიც. ატმოსფერული ჰაერით სუნთქვაც შეუძლიათ, რაშიც დამატებითი სასუნთქი ორგანო მონაწილეობს. ყველაზე ცნობილი სახეობაა ანაბასი (Anabas testudineus). ცხოვრობს სამხრეთ აზიის მტკნარ ტბებსა და ჭაობებში და წყალსატევის ამოშრობის შემთხვევაში მიწაზე ხოხვით შეუძლია ახალ წყალსატევში გადასვლა. ოჯახი გავრცელებულია აფრიკასა და აზიაში (ინდოეთიდან ფილიპინებამდე).

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Anabantidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020
                                                                                                                                                                                                სულ დამატებულია 7129 ტერმინი