Anabantidae - ანაბასისებრნი
ტერმინის წყარო:
'ampullae of Lorenzini' (18.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
'Анабасовые', თ. გოგმაჩაძე, თევზების ნომენკლატურა (რუსულ ქართულ-ლათინური). ბათუმი: აჭარა, 2018, გვ. 50
განმარტება:
ქორჭილასნაირთა რიგის (Perciformes ord.) თევზების ოჯახი Anabantidae fam. მტკნარი წყლის თევზებია, თუმცა ზოგჯერ გვხვდებიან ნახევრად მარილიან წყალშიც. ატმოსფერული ჰაერით სუნთქვაც შეუძლიათ, რაშიც დამატებითი სასუნთქი ორგანო მონაწილეობს. ყველაზე ცნობილი სახეობაა ანაბასი (Anabas testudineus). ცხოვრობს სამხრეთ აზიის მტკნარ ტბებსა და ჭაობებში და წყალსატევის ამოშრობის შემთხვევაში მიწაზე ხოხვით შეუძლია ახალ წყალსატევში გადასვლა. ოჯახი გავრცელებულია აფრიკასა და აზიაში (ინდოეთიდან ფილიპინებამდე).
განმარტების წყარო:
დაეფუძნა: 'Anabantidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020