Rallidae - ლაინასებრნი
არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი'ლაინასებრნი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 128
განმარტება
წეროსნაირთა რიგის (Gruiformes ord.) ფრინველთა ოჯახი Rallidae fam. პატარა და საშუალო ზომის ფრინველებია. უმეტესობა ცხოვრობს ჭაობებში. იკვებებიან ცხოველური და მცენარეული საკვებით. ოჯახში შედიან ისეთი ფრინველები, როგორიცაა: ლაინა, წყლის ქათამი, მელოტა, ქათამურა, ღალღა და სხვ. გავრცელებული არიან მსოფლიოს მასშტაბით.