Ramphastidae - ტუკანისებრნი
ტერმინის წყარო:
'Ramphastidae' (12.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
'ტუკანისებრნი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 154
განმარტება:
კოდალასნაირთა რიგის (Piciformes ord.) ფრინველთა ოჯახი Ramphastidae fam. საშუალო და დიდი ზომის ფრინველებია, აქვთ კაშკაშა ფერის, კონტრასტული შეფერილობა (შავი, თეთრი, წითელი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი). ძალიან დიდი და სქელი ნისკარტი, თვალების გარშემო შიშველი კანი. ფრთები მოკლე და მომრგვალებულია, ბოლო უმეტესად გრძელი, ფეხები ძლიერი, ზიგოდაქტილური თითებით (ორი თითი წინ, ორი უკან). ბინადრობენ ტყეებში. იკვებებიან ხილით, მწერებით და ახალგაზრდა ფრინველებით. გავრცელებული არიან ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში.
განმარტების წყარო:
დაეფუძნა: 'Ramphastidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020
ინგლისური სინონიმები:
- toucans