Pipridae - პიპრისებრნი, მანაკინისებრნი
არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვიგანმარტება
ბეღურასნაირთა რიგის (Passeriformes ord.) ფრინველთა ოჯახი Pipridae fam. პატარა, მოკლეკუდა ფრინველებია, აქვთ მოკლე, განიერი, ოდნავ მოკაუჭებული ნისკარტი, მოკლე ფრთები და ფეხები. ძირითადად შავები არიან, ფერადი თავებით. ბინადრობენ ტროპიკულ ტყეებში. იკვებებიან ხილითა და მწერებით. გავრცელებული არიან ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში.