Pittidae - პიტისებრნი
არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
ტერმინის წყარო:
'Pittidae' (21.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
განმარტება:
ბეღურასნაირთა რიგის (Passeriformes ord.) ფრინველთა ოჯახი Pittidae fam. პატარა, კაშკაშა ფერის, მოკლეკუდიანი ფრინველებია. აქვთ მოკლე, მომრგვალებული ფრთები და ძლიერი, მცირედ მოხრილი ნისკარტი. მიწის ფრინველები არიან. ბინადრობენ ჯუნგლებსა და ბუჩქნარებში. იკვებებიან ძირითადად მწერებით. გავრცელებული არიან აფრიკაში, აზიასა და ავსტრალიაში.
განმარტების წყარო:
დაეფუძნა: 'Pittidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020