parrot - თუთიყუში
არსებითი სახელი'parrot', ც. მენაბდე, ინგლისურ-რუსულ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: მეცნიერება, 1983, გვ. 163
განმარტება
თუთიყუშისნაირთა რიგის (Psittaciformes ord.), განსაკუთრებით კი თუთიყუშისებრთა ოჯახის (Psittacidae fam.) ფრინველთა საერთო სახელწოდება. ფართოდ გავრცელებული, ხშირად კაშკაშა შეფერილობის, მოკაუჭებული ნისკარტის და ზიგოდაქტილური ფეხების მქონე ფრინველებია. ზოგიერთი სახეობა გამოირჩევა შესანიშნავი ხმაბაძვით.