Parulidae - მომღერალასებრნი
არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
ტერმინის წყარო:
'Parulidae' (14.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
'მომღერალასებრნი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 140
განმარტება:
ბეღურასნაირთა რიგის (Passeriformes ord.) ფრინველთა ოჯახი Parulidae fam. პატარა ფრინველებია, აქვთ წვრილი, წაწვეტებული ნისკარტი, საშუალო ზომის, წამახვილებული ფრთები და საშუალო სიგრძის კუდი. ძირითადად მეხეურები არიან. ბინადრობენ ტყეებსა და ბუჩქნარებში. იკვებებიან მწერებით, ნექტარითა და ხილით. გავრცელებული არიან ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში.
განმარტების წყარო:
დაეფუძნა: 'Parulidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020