Oriolidae - მოლაღურისებრნი
არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი'მოლაღურისებრნი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 140
განმარტება
ბეღურასნაირთა რიგის (Passeriformes ord.) ფრინველთა ოჯახი Oriolidae fam. ძირითადად ყვითალი და შავი, წითალი და შავი, ან მწვანე ფრინველებია. ცხოვრობენ ხეებზე, იკვებებიან მწერებითა და ხილით. ოჯახი მოიცავს 3 თანამედროვე გვარს. ბევრი მათგანი გადამფრენია. გავრცელებული არიან ევროპაში, აფრიკაში, აზიასა და ავსტრალაზიაში.