Strigiformes - ბუსნაირნი
არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
ტერმინის წყარო:
'Strigiformes' (14.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
'ბუსნაირნი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 108
განმარტება:
ფრინველთა რიგი Strigiformes ord. სხვადასხვა ზომის, ძირითადად ღამით აქტიური მტაცებელი ფრინველებია. აქვთ დიდი თავი, წინ განლაგებული თვალები, მოკლე კისერი, მოკლე, ძლიერი, მოკაუჭებული ნისკარტი. ფართო და მომრგვალებული ფრთებით ჩუმად ფრენენ. ბინადრობენ ტყეებში, ღია ადგილებში, მინდვრებსა და უდაბნოებში. იკვებებიან თევზით, ძუძუმწოვრებით, ფრინველებითა და მწერებით. გავრცელებული არიან მსოფლიოს მასშტაბით.
განმარტების წყარო:
დაეფუძნა: 'Strigiformes', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020
ინგლისური სინონიმები:
- owls