arrow
arrow down
checkbox search
                                                                                                                                                                                                • იმუნოლოგია

                                                                                                                                                                                                immunoglobulin E - იმუნოგლობულინი E, E კლასის იმუნოგლობულინი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'immunoglobulin E' (23.05.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                იმუნოგლობულინი, რომელიც შრატსა და სეკრეტებში თავისუფალ მდგომარეობაში თითქმის არ არსებობს, ძირითადად წარმოიქმნება ფილტვებში, კანში და ლორწოვან გარსში ჰელმინთური პარაზიტებით დაინფიცირებისას; აგრ. წარმოადგენს ალერგიული რეაქციების მთავარ აღმძვრელს.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'immunoglobulin E' (23.05.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                IgE

                                                                                                                                                                                                immunoglobulin G - იმუნოგლობულინი G, G კლასის იმუნოგლობულინი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'immunoglobulin G' (23.05.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                შრატის ძირითადი იმუნოგლობულინი, რომლის მთავარი ფუნქციაა ინფექციური დაავადებებისადმი ხანგრძლივი ჰუმორალური იმუნიტეტის / იმუნოლოგიური მეხსიერების ჩამოყალიბება; ერთადერთი იმუნოგლობულინია, რომელიც მცირე მოლეკულური მასის გამო პლაცენტის გავლით აღწევს ნაყოფში და უზრუნველყოფს მის და ახალშობილის პასიურ იმუნიტეტს.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'immunoglobulin G' (23.05.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                IgG

                                                                                                                                                                                                immunoglobulin M - იმუნოგლობულინი M, M კლასის იმუნოგლობულინი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'immunoglobulin M' (23.05.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ყველაზე მაღალი მოლეკულური მასის იმუნოგლობულინი, რომელიც ძირითადად შრატში გვხვდება და სისხლში ცირკულირებს; მთავარ ფუნქციას წარმოადგენს პირველადი იმუნური პასუხის აღძვრა, რომლის შემდეგ იწყება G-იმუნოგლობულინის სინთეზი.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'immunoglobulin M' (23.05.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                IgM

                                                                                                                                                                                                immunological memory - იმუნოლოგიური მეხსიერება

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'immunological memory' (25.05.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                შეძენილი იმუნური სისტემის უნარი, სწრაფად და ეფექტურად აღძრას მეორეული იმუნური პასუხი.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'immunological memory' (25.05.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                immunophenotyping - იმუნოფენოტიპირება

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'immunophenotyping' (25.05.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                სადიაგნოსტიკო მეთოდი, რომელსაც საფუძვლად უდევს უჯრედის მემბრანასთან ასოცირებული მოლეკულების / რეცეპტორების დადგენა მათთან სპეციფიკური ანტისხეულების შეკავშირების შედეგად.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'immunophenotyping' (25.05.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                სულ ნაპოვნია 374 ტერმინი