immunoglobulin G - იმუნოგლობულინი G, G კლასის იმუნოგლობულინი

არსებითი სახელი

ტერმინის წყარო:

'immunoglobulin G' (23.05.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

განმარტება:

შრატის ძირითადი იმუნოგლობულინი, რომლის მთავარი ფუნქციაა ინფექციური დაავადებებისადმი ხანგრძლივი ჰუმორალური იმუნიტეტის / იმუნოლოგიური მეხსიერების ჩამოყალიბება; ერთადერთი იმუნოგლობულინია, რომელიც მცირე მოლეკულური მასის გამო პლაცენტის გავლით აღწევს ნაყოფში და უზრუნველყოფს მის და ახალშობილის პასიურ იმუნიტეტს.

განმარტების წყარო:

'immunoglobulin G' (23.05.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

ინგლისური სინონიმები:

  • IgG
უკან დაბრუნება