arrow
arrow down
checkbox search

                                                                                                                                                                                                Gruidae - წეროსებრნი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Gruidae' (07.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'წეროსებრნი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 172

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                წეროსნაირთა რიგის (Gruiformes ord.) ფრინველთა ოჯახი Gruidae fam. დიდი ზომის ფრინველება, გამოირჩევიან გრძელი ფეხებითა და კისრით. ბუმბული უმეტესად თეთრი, რუხი ან ყავისფერია, თავის არეში ხშირად აქვთ კანის შიშველი წითელი უბნები. ნისკარტი სწორი, საშუალო ან გრძელია, კუდი მოკლე, ფრთები განიერი, რომლის საშუალებითაც ფრენენ მაღლა და ლივლივებენ. ფრენისას კისერი გაშლილი აქვთ. ბინადრობენ ვაკეებსა და ჭაობებში, იკვებებიან როგორც ცხოველური, ისე მცენარეული საკვებით. ბუდობენ მიწაზე. ოჯახში დაახლოებით 15 სახეობაა, რომელთაგან ბევრი საფრთხის ქვეშაა. გავრცელებული არიან ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში, აზიაში და ავსტრალაზიაში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Gruidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

                                                                                                                                                                                                gene substitution - გენის ჩანაცვლება

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'gene substitution' (07.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ერთი გენის შეცვლა მისი ალელით, რის დროსაც სხვა გენები უცვლელი რჩება; გამოიყენება გენურ თერაპიაში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'gene substitution' (07.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                Gruiformes - წეროსნაირნი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Gruiformes' (07.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'წეროსნაირნი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 172

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ფრინველთა რიგი Gruiformes ord. მოიცავს მცირედან დიდ ზომამდე, წყლისა და ხმელეთის ფრინველებს. გავრცელებული არიან მთელ მსოფლიოში. მოიცავს ისეთ ოჯახებს, როგორებიცაა: წეროსებრნი (Gruidae), ლაინასებრნი (Rallidae), არამასებრნი (Aramidae), მებუკე წეროები (Psophiidae), ფინფუტისებრნი (Heliornithidae).

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Gruiformes', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

                                                                                                                                                                                                Grus - წერო

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Grus' (07.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'წერო', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 172

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                წეროსებრთა ოჯახის (Gruidae fam.) ფრინველთა გვარი Grus gen.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Grus' (07.10.2025), Merriam-Webster Dictionary. Springfield: Merriam-Webster, Inc.

                                                                                                                                                                                                gene therapy - გენური თერაპია

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'gene therapy' (07.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                უჯრედში ფუნქციური გენის ან გენთა ჯგუფის ჩასმა მემკვიდრეობითი დაავადების განსაკურნავად.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'gene therapy' (07.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                იმისთვის, რომ სომატური უჯრედების გენური თერაპია მუდმივი იყოს, ის უჯრედები რომლებიც ნორმალურ ალელს მიიღებენ, პაციენტის მთელი სიცოცხლის განმავლობაში უნდა მრავლდებოდნენ.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                'gene therapy' (07.10.2025), ნ.კემპბელი, ჯ. რისი, ბიოლოგია, თავი XX. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2009, ინგლისურ ქართული პარალელური კორპუსი
                                                                                                                                                                                                სულ დამატებულია 8094 ტერმინი