arrow
arrow down
checkbox search

                                                                                                                                                                                                Garrulax - მებუჩქია, შაშვისებრი ტიმელია

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Garrulax' (04.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'მებუჩქია, შაშვისებრი ტიმელია', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 131

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ბეღურასნაირთა რიგის (Passeriformes ord.) ფრინველთა გვარი Garrulax gen.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Garrulax' (04.10.2025), Integrated Taxonomic Information System

                                                                                                                                                                                                Garrulus - ჩხიკვი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Garrulus' (04.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'Garrulus', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 201

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ყორნისებრთა ოჯახის (Corvidae fam.) ფრინველთა გვარი Garrulus gen.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Garrulus' (04.10.2025), Integrated Taxonomic Information System

                                                                                                                                                                                                Gaviidae - ღორიხვასებრნი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Gaviidae' (04.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'ღორიხვასებრნი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 162

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ღორიხვასნაირთა რიგის (Gaviiformes ord.) ფრინველთა ოჯახი Gaviidae fam. შედის ერთი გვარი – ღორიხვა (Gavia). ბინადრობენ ჩრდილოეთ ჰოლარქტიკაში. აქვთ გრძელი კისერი, წვეტიანი ნისკარტი და მოკლე ფეხები, რომლებიც სხეულის უკანა ნაწილშია განლაგებული, რაც მათ წყალში ჩაყვინთვას უადვილებს, თუმცა ხმელეთზე გადაადგილება უჭირთ. ბუდობენ შიდა ტბებზე, ზამთარს კი ზღვის სანაპიროებზე ატარებენ, ძირითადად იკვებებიან თევზითა და წყლის უხერხემლოებით, ბუდეს კი მიწაზე აკეთებენ. ოჯახი მოიცავს 5 გადამფრენ სახეობას.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Gaviidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

                                                                                                                                                                                                Gaviiformes - ღორიხვასნაირნი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Gaviiformes' (04.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'ღორიხვასნაირნი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 162

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ფრინველთა რიგი (Gaviiformes ord.). მასში შედის ერთადერთი ოჯახი – ღორიხვასებრნი (Gaviidae).

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Gaviiformes', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

                                                                                                                                                                                                gizzard - კუნთოვანი კუჭი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'gizzard' (04.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                მრავალი ფრინველის კუჭის უკანა ნაწილი, რომლის ფუნქციაა საკვების დაქუცმაცება. მდებარეობს ჯირკვლოვან კუჭსა და ნაწლავებს შორის, აქვს სქელი კუნთოვანი კედელი და ხშირად შეიცავს პატარა კენჭებს ან გასტროლითებს, რომლებიც მექანიკურად შლიან თესლსა და სხვა საკვებს.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'gizzard' (04.10.2025), Encyclopedia Britannica. Chicago: Encyclopaedia Britannica, Inc.
                                                                                                                                                                                                „Do all birds have gizzards?“ (04.10.2025), All About Birds. New York: Cornell University

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                ventriculus

                                                                                                                                                                                                დაკავშირებული სიტყვები

                                                                                                                                                                                                სულ დამატებულია 8077 ტერმინი