Gaviidae - ღორიხვასებრნი
ტერმინის წყარო:
'Gaviidae' (04.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
'ღორიხვასებრნი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 162
განმარტება:
ღორიხვასნაირთა რიგის (Gaviiformes ord.) ფრინველთა ოჯახი Gaviidae fam. შედის ერთი გვარი – ღორიხვა (Gavia). ბინადრობენ ჩრდილოეთ ჰოლარქტიკაში. აქვთ გრძელი კისერი, წვეტიანი ნისკარტი და მოკლე ფეხები, რომლებიც სხეულის უკანა ნაწილშია განლაგებული, რაც მათ წყალში ჩაყვინთვას უადვილებს, თუმცა ხმელეთზე გადაადგილება უჭირთ. ბუდობენ შიდა ტბებზე, ზამთარს კი ზღვის სანაპიროებზე ატარებენ, ძირითადად იკვებებიან თევზითა და წყლის უხერხემლოებით, ბუდეს კი მიწაზე აკეთებენ. ოჯახი მოიცავს 5 გადამფრენ სახეობას.
განმარტების წყარო:
დაეფუძნა: 'Gaviidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020