Dinornithiformes - მოასნაირნი
არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი'მოასნაირნი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 140
განმარტება
ნამარხი ფრინველების რიგი Dinornithiformes ord. სირაქლემას მსგავსი, არამფრენი ფრინველები იყვნენ. ბინადრობდნენ ახალ ზელანდიაში. რიგის წარმომადგენლები ერთ-ერთი უდიდესი ფრინველებია, ზომით ინდაურიდან სირაქლემამდე მერყეობდნენ, ზოგიერთი კი 3 მეტრს აღწევდა. იკვებებოდნენ თესლებით, ფოთლებითა და ბალახით. სხვადასხვა სახეობები ადამიანებმა ამოწყვიტეს XVIII–XIX საუკუნეებში.