green fluorescent protein - მწვანე ფლუორესცენციური ცილა
არსებითი სახელიგანმარტება
ლურჯ სინათლეში მწვანედ მანათობელი ცილა, რომელიც ციტოლოგიური და მიკრობიოლოგიური კვლევებისას ცილების ექსპრესიის მარკერად გამოიყენება; პირველად გამოყოფილი იქნა მედუზისაგან Aequorea victoria.
კონტექსტი
ამასთანავე, შედარებით ახალ კვლევაში, მრავალფოტონიანი მიკროსკოპის გამოყენებით, მწვანე ფლუორესცენციური ცილის მაექსპრესირებელი ზრდასრული ვირთაგვას ჰიპოკამპში, კაინის მჟავათი გამოწვეული ერთსაათიანი ეპილეფსიური სტატუსის შემდეგ, აღწერილი იქნა, არა მარტო ხორკლების სიმკვრივის სარწმუნო შემცირება, არამედ ასევე რიგი დენდრიტების „მძივისმაგვარი“ აღნაგობა.