arrow
arrow down
checkbox search
                                                                                                                                                                                                • ბოტანიკა

                                                                                                                                                                                                fenugreek - ულბო, შამბალილა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'fenugreek' (14.12.2024), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014 

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                პარკოსანთა ოჯახის (Fabaceae fam.) ერთწლოვანი მცენარე Trigonella foenum-graecum.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'fenugreek' (22.03.2025), Encyclopedia Britannica. Chicago: Encyclopaedia Britannica, Inc.

                                                                                                                                                                                                bilberry - მთის მოცვი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'bilberry' (14.12.2024), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014 

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                მანანასებრთა ოჯახის (Ericaceae fam.) მცენარე Vaccinium myrtillus.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Vaccinium myrtillus' (22.03.2025), NatureServe

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                მთის მოცვის ნაყოფი შეიცავს შაქარს (ფრუქტოზა, ლაქტოზა), აქტიურ ნივთიერებებს (კატეხინები და ანტოციანები) კაროტინებს, პექტინებს, სათრიმლავ ნივთიერებებს, ვაშლის, ლიმონის, რძის მჟავებს. ფოთლები შეიცავენ 7-20% სათრიმლავ ნივთიერებებს, ჰიდროქინონს, ფლავონოიდებს, ასკორბინის მჟავას, არბუთინს და სხვა.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                blueberry, whortleberry

                                                                                                                                                                                                Sharon fruit - ვირგინიული ხურმა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'ვირგინიული ხურმა' (23.03.2025), ბოტანიკური ლექსიკონი. თბილისი: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                აბანოზისებრთა ოჯახის (Ebenaceae fam.) ხე Diospyros virginiana, გავრცელებულია სამხრეთ კონექტიკუტიდან ფლორიდამდე და დასავლეთში ტეხასში, ლუიზიანაში, ოკლაჰომაში, კანზასსა და აიოვაში

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Diospyros virginiana' (23.03.2025), Lady Bird Johnson Wildflower Center. Austin: University of Texas at Austin

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                American persimmon, common persimmon

                                                                                                                                                                                                კომენტარი

                                                                                                                                                                                                ორთოგრაფიულად სწორი ვარიანტია ვირჯინიული ხურმა.

                                                                                                                                                                                                redcurrant - წითელი მოცხარი, ჩვეულებრივი მოცხარი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'redcurrant' (23.03.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                 'წითელი მოცხარი', ა. მაყაშვილი, ბოტანიკური ლექსიკონი. თბილისი: მეცნიერება, მე-3 გამოცემა, 1991, გვ. 92

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ხურტკმელისებრთა ოჯახის (Grossulariaceae fam.) კენკროვანი მცენარე Ribes rubrum, ბუნებრივად გავრცელებულია დასავლეთ ევროპაში, ინტროდუცირებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Ribes rubrum' (23.03.2025), EPPO Global Database

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                წითელი მოცხარის გასხვლის მთავარი მიზანია გადაშლილი, კარგად განათებული ბუჩქის მიღება, სადაც ხორციელდება მობერებული ძირითადი ტოტების ახალი ტოტებით ციკლური ჩანაცვლება და რეგულარული გამეჩხერება ჩახშირების თავიდან აცილების მიზნით.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                common currant, garden currant

                                                                                                                                                                                                red fescue - წითელი წივანა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'წითელი წივანა' (23.03.2025), ბოტანიკური ლექსიკონი. თბილისი: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                მარცვლოვანთა ოჯახის (Poaceae fam.) ბალახოვანი მცენარე Festuca rubra, გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Festuca rubra' (23.03.2025), North Carolina Extension Gardener Plant Toolbox
                                                                                                                                                                                                სულ ნაპოვნია 37 ტერმინი